ზოგადი პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და მცირე მეწარმე „ონლაინ თიქეთს“ (შემდგომში „მცირე მეწარმე“, „ჩვენ“ ან Onroad.GE) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის/აპლიკაციის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელსაც გთავაზობთ მცირე მეწარმე
სხვადასხვა გასართობი/კულტურული/სპორტული და ა.შ. სახის ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შესაძენად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის სარეალიზაციოდ წარმოადგენს Onroad.GE, როგორც პრომოუტერი ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორის სურვილის/შეკვეთის მიხედვით.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მცირე მეწარმე
თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 1-ით (იხ. დანართი 1 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა).
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი „წესები და პირობები“, შესაბამისად პლატფორმაზე რეგისტრაციისას და ბილეთების შეძენის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებს, ასევე Onroad.Ge-ის მიერ ორგანიზატორისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას. Onroad.GE უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, რაც ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ - გვერდზე.
გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები შეიძლება იქნას განახლებული ნებისმიერ დროს ტექნიკური ცვლილების საფუძველზე. ჩამოთვლილი წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ ირაკლი ჩაფიჩაძეს მიერ რეალიზირებულ ბილეთებზე.
Onroad.GE ბილეთის სარეალიზაციოდ განთავსების წინ, მცირე მეწარმე
სა და ორგანიზატორს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რომელიც აცხადებს თანხმობას Onroad.GE -ს მიერ შეთავაზებულ სერვისზე.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
მცირე მეწარმე
/Onroad/ჩვენ/ჩვენი - მცირე მეწარმე „ირაკლი ჩაფიჩაძე“ (ს/კ 01030036965; კომპანიის მისამართი:თბილისი, აბაშიძის ქ. 3). მცირე მეწარმე
, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს/მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინოს სხვადასხვა ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი კულტურული, გასართობი, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები/აბონემენტები.
ღონისძიება - Onroad.ge-ზე განთავსებული ნებისმიერი კულტურული, გასართობი, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიება.
ორგანიზატორი - ფიზიკური პირი ან მცირე მეწარმე
, რომელიც Onroad.ge-ს სერვისებით (ვებ-საიტი, ფიზიკური სალარო და მობილური აპლიკაცია) ახდენს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას.
მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ბილეთების შეძენას, განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით საიტის, ფიზიკური სალაროსა თუ მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საიტის წესებსა და პირობებს ბილეთების შეძენის წინ, რომელიც იმოქმედებს შეძენის დასრულების შემდეგაც.
ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს: Onroad.GE.
გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;
პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
სერვისის საკომისიო - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებების საფასური (ბილეთის დაგენერირებას, სმს და მეილით ინფორმირების სერვისს და სხვ.)
ტრანზაქციის საკომისიო - ბანკის ან სხვა საგადახდო კომპანიების მიერ განსაზღვრული საკომისიო ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის დროს. (ბილეთების შეძენა, თანხის დაბრუნება და სხვ.)
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
1. კომუნიკაცია
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს, Onroad.GE-ს ელექტრონული ფოსტაზე ან მცირე მეწარმე
ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით (11:00-19:00).
2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
2.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
2.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
2.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიისა და გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. გარდამავალი დებულებები
4.1. წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები თქვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე.
4.2. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
4.3. მცირე მეწარმე
უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მცირე მეწარმე
ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც მცირე მეწარმე
მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
4.4. მცირე მეწარმე
იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
4.5. მცირე მეწარმე
უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას მცირე მეწარმე
თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
4.6. მცირე მეწარმე
არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
4.7. მცირე მეწარმე
ს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
4.8. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
დანართი 1
ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა
თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე Support@Onroad.ge წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა .
ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/კომპანიის მიმართ.
თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის დახურვასა და მონაცემების წაშლას.
დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.
მცირე მეწარმე
ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.
ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.
ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში (პროფილი) /მონაცემები თუ:
- თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის მიმართ;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
- არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;
თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
------------- ########### ------------
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
ჩვენ გპირდებით, რომ:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
- ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება მცირე მეწარმე
ს წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი
მცირე მეწარმე
ს აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
პლატფორმაზე არსებული აქტივობები
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის/პლატფორმის/აპლიკაციის მეშვეობით რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
- მომხმარებლის პროფილის (ანგარიშის) შექმნა;
- ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა;
- ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება;
- ჩვენ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში, გამოკითხვებში მონაწილეობა;
- კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება;
- ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;
- ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა;
- ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება და სხვ. აქტივობები.
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. Პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:
- თქვენი სახელი და გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- პირადი ნომერი;
- მისამართი;
- სქესი;
- დაბადების თარიღი;
- სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე მომხამრებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:
- IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა;
- ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
- ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და ა.შ.
- ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“, თუმცა გააგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკაზე.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების შეუძლებლობა.
დეტალური ინფორმაცია Cookie ფაილებზე იხილეთ აქ.
ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.
გადაწყვეტილების ავტომატიზირებული მიღება და პროფილირება
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან არსებული ხელშეკრულების, ან თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშველოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას.
ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს:
- ფასი
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზოგიერთ პროდუქტზე და სერვისის ფასზე გადაწყვეტილება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.
- პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგება
ჩვენ მომხმარებლებს ვყოფთ შესაბამისი ჯგუფებად, რომელთაც ვუწოდებთ მომხმარებელთა სეგმენტებს. ჩვენ აღნიშნულ ჯგუფებს ვიყენებთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების შესასწავლად და შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენთვის სასარგებლო და ხელსაყრელი იქნება. აღნიშნული გვეხმარება მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტისთვის პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და მათთან ურთიერთობის მართვაში.
- თაღლითობის გამოვლენა
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა თქვენი ანგარიშების/პროფილის გამოყენება თაღლითობის ან ფულის გათეთრებისთვის. ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ თქვენი ანგარიში/პროფილი გამოიყენება არასწორად. თუ ჩვენ გამოვავლენთ თაღლითობის რისკს, ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ საეჭვო ანგარიშების/პროფილის ტრანზაქციები/ოპერაციები თქვენი უსაფრთხოებისთვის ან შევზღუდოთ/შევწყვიტოთ მათზე წვდომა/გავაუქმოთ შესაბამისი სერვისი.
- სხვა
კომპანიის სერვისების შეთავაზებისა და მიწოდების მიზნით.
პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
სახელშეკრულებო
დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ
ლოკაციური
მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მცირე მეწარმე
მ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს.
ქცევითი
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას.
ტექნიკური
ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ.
საკომუნიკაციო
ინფორმაცია, რომელსაც მცირე მეწარმე
მოიპოვებს ელექტრონული წერილებისა ან/და სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით თქვენ შესახებ თქვენ მიერ მცირე მეწარმე „ონლაინ თიქეთის“ პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს* შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას.
ფინანსური
ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი გადახდებისა და ბალანსის თაობაზე.
დოკუმენტური მონაცემები
სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
სამხრე კამერების ჩანაწერი
აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მცირე მეწარმე
იღებს თქვენს მიერ ღონისძიებაზე ბილეთის წარდგენის მომენტიდან.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:
- თქვენთან ურთიერთობისთვის;
- თქვენზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
- თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის;
- იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას და მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;
- ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
- ჩვენი პლატფორმის, ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად და სტატისტიკის წარმოებისთვის;
- ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;
- მომხმარებლის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
- ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, პრევენციისა და ანგარიშგების საწარმოებლად;
- ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;
- ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
- საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;
- მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
- ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის;
- ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
- ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით;
- თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე პარტნიორ(ებ)ის ინფორმირებისთვის;
ჩვენი მიზანი:
- პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით პარტნიორ(ებ)ის ინფორმირება თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე;
- ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
- ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
- ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქრებისა და მომსახურების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება.
- თანხის უკან დაბრუნება ხდება თუ რეისამდე დარჩენილია 2 დღეზე მეტი, თუ არა ამ შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.